top of page

უნდა არსებობდეს თუ არა ზოოპარკი?


ხალხის ნაწილი იმას ემხრობა რომ ზოოპარკი არ უნდა იყოს, რადგან თვლიან რომ ეს უბრალოდ არ არის საჭირო და ცხოველები გალიაში ცოდოა.

მე ვფიქრობ ზოოპარკი აუცილებელია და ამ პოსტში ვეცდები ეს დაგიმტკიცოთ.

მაშ დავიწყოთ.

ხალხი ამბობს რომ გალიაში გამოკეტილი ცხოველი ცოდოა, ხშირად უთქვამთ რომ ბუნებაში გაუშვითო. ამისთვის პასუხის გასაცმემად გავიხსენებ ჯერალდ დარელის ამ კითხვაზე „ტყვეობაში ყოფნისას ცხოველის ქცევა იცვლება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანთან შეჩვევის საკითხი.

თუ მტაცებელმა ნადირობა გარკვეულ ასაკამდე არ ისწავლა, შემდეგ მისი სწავლა შეუძლებელი ხდება.რაც უფრო განვითარებულია მტაცებელი, მით უფრო რთულად მიდის სწავლების პროცესი. მაგალითად, მელია ყოველთვის მზად არის დაისწავლოს თაგვის მოპოვება ნებისმიერ ასაკში, ნებისმიერ დროს. ეს მგელს არ შეუძლია. თუ ლეკვობისას მან საკვების მოპოვების გამოცდილება ვერ მიიღო, ამის სწავლა შემდეგ შეუძლებელი ხდება. ჩვენ გვყავს მგლების ჯგუფი, რომლებიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბოცვერთან ერთად ცხოვრობდნენ და აბსოლუტურად არანაირ ყურადღებას არ აქცევდნენ მას. არ იცოდნენ, რომ ბოცვერი საკვებად გამოიყენება და მგლებისთვის ეს პატარა "მეზობლები" ჩვეულებრივი "სათამაშოები" იყვნენ. ასეთი ცხოველების ბუნებაში დაბრუნება აბსოლუტურად შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში ცხოველს არანორმალური ქცევებიც უყალიბდება, ისეთი როგორიც ბუნებაში არ ახასიათებს.“

ზოოპარკი ასევე ემსახურება გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გადარჩენას.

1925 წელს ველური ბუნებიდან გაუჩინარდა ევროპული დომბა. ზოოპარკების მიერ შემუშავებული გამრავლების პროგრამების წყალობით დღეს დომბების ჯოგები თავისუფლად დანავარდობენ ბელორუსიის, პოლონეთისა და რუსეთის ტყეებში.

არაბული ორიქსი ძლიერი და საკმაოდ ამტანი ცხოველია. ანტილოპას ეს სახეობა უდაბნოში ბინადრობს. 1972 წელს მონადირეებმა ველურ ბუნებაში უკანასკნელი ორიქსი მოკლეს. მაგრამ ზოოპარკის წყალობით ეს იშვიათი ცხოველი გადაშენებას გადაურჩა. დღეს ის არაბეთის ნახევარკუნძულის რამდენიმე ნაკრძალში თავისუფლად დანავარდობს.

ოქროს ლომისებური თამარინები ყველაზე დიდი რაოდენობით იქ ბინადრობდნენ, სადაც ახლა ქვეყნის დედაქალაქი ბრაზილია მდებარეობს და ქალაქის მშენებლობამ ამ სახეობის თითქმის მთლიანად გაქრობა გამოიწვია. ოქროს ლომისებური თამარინები ძირითადად ზოოპარკებშიღა შემორჩნენ, სიცოცხლისუნარიანობის ანალიზის კონცეფციის წყალობით კი მათი ბუნებაში დაბრუნება, რეინტროდუქცია მოხერხდა.

ასევე იყო ფლორიდული პუმა, კალიფორნიური კონდორი და ა.შ.

ზოოპარკი ზრუნავს დაჭრილ ცხოველებზე და ტყვეობაში ტოვებენ იმ შემთხვევაში თუ რომ მისი ბუნებაში დაბრუნება შეუძლებელია, მაგალითად თბილისი ზოოპარკი მობინადრე დათვებიდან ნახევარზე მეტი ტყვეობაში გაზრდილი იყო ადამიანის მიერ, ის მიჩვეული იყო ხალხს და ნადირობა არ იცოდა, როდესაც კაცმა ვერ შეძლო მისი მოვლა ზოოპარკს ჩააბარა

ეს არის ძირითადი მიზეზები თუ რატომ არ მოსწონთ ხალხს ზოოპარკი.

Featured Posts
Recent Posts
Archive
Search By Tags
Тегов пока нет.
Follow Us
  • Facebook Basic Square
  • Twitter Basic Square
  • Google+ Basic Square
bottom of page