ირემი
- ♥#peri♥
- 1 мая 2014 г.
- 1 мин. чтения
ირემი წყვილჩლიქოსან ცხოველთა გვარი ირმისებრთა ოჯახისა. თითო რქაზე შეიძლება 10-ზე მეტი ტოტიც ჰქონდეს. კისერზე მოკლე ფაფარი აქვს. ნუკრი ხალებიანია, მოზრდილი — ერთფერი. გავრცელებულია ევროპის, აზიის (უმთავრესად სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილის), ჩრდილოეთ ამერიკის ტყეეებში. აერთიანებს 13-14 სახეობას. საქართველოში გვხვდება კეთილშობილი ირემი. სანადირო და სარეწაო ცხოველებია. ნახევრად მოშინაურებული ირმების ნორჩ რქებს — პანტებს იყენებენ პანტოკრინის დასამზადებლად. ნადირობა უმთავრესად აკრძალულია, აკლიმატიზებულია ახალ ზელანდიაში, სამხრეთ ამერიკაში და სხვა.

Comentários