top of page

Кормление животных с рук и из бутылочки

 

შინაური  ცხოველების  მოვლის  წესები

 

მრავალ ცივილიზებულ ქვეყანაში ცოფის საწინააღმდეგო აცრას კანონი ითხოვს და თუ ცხოველი არ ავცერით, კანონის წინაშე მოგვიწევს პასუხისგება. ამას ახსნაც აქვს - იმ შემთხვევაშიც კი, როცა ცხოველი არ ტოვებს სახლს და მხოლოდ აივანზე გადის (რაც მხოლოდ თეორიულად არის შესაძლებელი), არ არის გამორიცხული მისი დასნებოვნება ცოფით. ამ შემთხვევაში დაავადების გადამტანად შესაძლოა ღამურა მოგვევლინოს. გარდა ამისა, წარმოუდგენელია, ცხოველი არ გავიყვანოთ ეზოში, სადაც მას, გვინდა თუ არა, მაინც ექნება კონტაქტი ეზოს უპატრონო ძაღლებთან, ისინი კი ცოფის პოტენციური გადამტანები არიან. ცოფთან ერთად მნიშვნელოვანია ცხოველის აცრა სხვა ინფექციური დაავადებების წინააღმდეგაც. ინფექციური დაავადებებით დასნებოვნების რისკი მაშინაც კი არსებობს, როცა ცხოველი ოთახს არ ტოვებს. დაავადების გამომწვევი მრავალი აგენტი ოთახში შესაძლოა ჩვენს ფეხსაცმელებს შემოჰყვეს.

კატის გამოკვება მთელი სიცოცხლის მანძილზე ერთიდაიგივე საჭმლით არის შესაძლებელი, მაგრამ ეს საკვები აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის სტანდარტებს. თუმცა არსებობენ ისეთი პატრონები, რომლებიც მრავალფეროვნების მიზნით, სხვადასხვა ხარისხისა და გემოს საკვებს აძლევენ. ამგვარად მოქცევა დაუშვებელია, რადგან რაციონის შენაცვლება ნივთიერებათ ცვლის დისბალანსს და ნაწლავების მიკროფლორის დარღვევას იწვევს. ერთი სახეობის საჭმლიდან მეორეზე გადასვლა ეტაპოვრივად უნდა მოხდეს, დაახლოებით ერთი თვის მანძილზე. განსაკუთრებული საჭმლისმომნელებელი სისტემისა და სისხლში გლუკოზის შემცველობის გამო კატები ჭამენ ცოტას, მაგრამ ხშირად, ამიტომ მათ თეფშზე მშრალი საჭმელი მუდმივად უნდა იდოს. რაც შეეხება კონსერვებს, მათი გამუდმებით თეფშზე დება საჭირო არაა, რადგან ის მალფუჭებადი პროდუქტია: საჭმელად იმდენი უნდა მივცეთ, რამდენსაც ერთ ჯერზე მოერევა. არ დაგავიწყდეთ, მიღებული საკვების თითოეულ გრამზე კატამ 3-ჯერ მეტი რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს. სწორ კვებაზეა დამოკიდებული არა მარტო გარეგნული მხარე, არამედ მისი ჯანმრთელობაც, განსაკუთრებით კი კანისა და ბეწვის მდგომარეობა. თუ თქვენი კატის რაციონი მზა საჭმელებისა და მაღალი კლასის კონსერვებისგან, მაშინ პრობლემები არ შეიქმნება და ვიტამინების დამატებაც არ გახდება საჭირო. ხოლო თუ კატას ნატურალური პროდუქტებით კვებავთ, ვიტამინების დამატება აუცილებელია.

 

პირველი, რასაც თქვენ ყურადღება უნდა მიაქციოთ -ალერგიის არ არსებობა  ოჯახში  ცხოველის ან ნახერხის მიმართ. მეორე, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი - გალიის ადგილმდებარეობა მომავალი ცხოველისთვის. ზაზუნები არ მომწონთ არც ორპირი, ან ძალიან თბილი/ცივი ჰაერი, ასევე ტენიანობა. მათი გალია არ უნდა დადგათ ოთახში სადაც ეწევიან, იატაკზე ან ფანჯრის რაფაზე. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ის ცოცხალი არსებაა, და მათ აქვთ უფლება, მოითხოვოს ღირსეული ურთიერთობა.
რა ასაკში შივიძინოთ ზაზუნა?
უნა გაითვალისწინოთ ის რომ ზაზუნები საშალოდ ცხოვრობენ 2–3 წელი (მაქსიმუმ 5), და მათ ყიდვა შესაძლებელია 2 თვიდან. ასევე პატარა ზაზუნები უფრო მალე ეჩვევიან ახალ გარემოს და ახალ პატრონს.

დედალი თუ მამალი?
სქესეის არჩევა თვითონ ადამიანისგან არის დამოკიდებული მიუხედავათ ამისა თუ თქვენ აპირებთ იყოლიოთ 1 ზაზუნა მაშინ სპეციალისტები რეკომენდაციან მამალ ზაზუნებს უწევენ. ასევე საჭიროა იცოდეთ რომ ზაზუნა არ უყვარს მეზობლები, ამიმატომ რამდენი ზაზუნაც გაყოლებათ ჯობია ცალცალკე გალიებში აცხოვროთ.
გალიის შერჩევა
გალია უნდა შეარჩიოთ იმის მიხედვით თუ რა ჯიშის არის ზაზუნა.მაგალითად ჯუნგარულ ზაზუნას ეყოფა გალია სიგრძეში 50 სმ. სიგანეში 30 სმ. მაგრამ სირიულ ზაზუნას გალია უფრო დიდი სჭირდება.
ზაზუნის შერჩევა

  • ზაზუნას უნდა ჰქონდეს ბზინავი ბეწვი

  • ნაიარები არ მიუთითებს ცხოველის ავადმყოფობაზე

  • თვალები მბზინავი და სუფთა

  • არ უნდა ჰქონდეს ცხვირიდან გამონადენი

როგორ მოექცე ზაზუნას?
იმისთვის რომ ზაზუნა გენდოს საჭიროა დიდი მოთბენა და დრო.
ზაზუნა რომ მოგეჩვიოთ საჭიროა:

  • მას ელაპარაკო რბილიდა წყნარი ტონით;

  • ხელში აყვანისას უნდა აიყვანო ნაზად და ფრთხილად, ხელი მოკიდა წინა თათებთან;

  • უნდა ასუნინო ხელი ასე ის უფრო მალე მიეჩვევა თქვენ სუნს;

  • თუ შეშინებულია დააცადო სანამ დამშვიდდება.

 არ შეიძლება:

  • ზაზუნასთან ხელების ქნევა და მკვეთრი მოძრაობები;

  • ხელში აიყვანო ახალი გაღვიძებული ან მძინარე ზაზუნა;

  • მიიმწყვრიო კუთხეში და ხელები დაფარო;

  • ხმამაღლა იყვირო გალიასთან;

  • მაღალ ადგილებზე დატოვება;

  • უხეში მოძრაობებით აიყვანო ქეჩოთი.

  თუ ზაზუნამ გიკბინათ არ გაუბრაზდეთ რადგან ეს მან თავდასაცავად გააკეთა. ზაზუნას ნაკბენი საჭირო არ არის თუ ის ჯამრთელია

დაბანა და ფრჩხილების დაჭრა
ზაზუნის დაბანა არ არის რეკომენდირებული რადგან ზაზუნას აქვს ცხიმი (essential oil) რომელიც დაბანის მერე სცილდება.მაგრამ თუ რამე აქვს მოცხებული მაგალითად საღებავი რომელის შეიძლება აილოკოს და მოიწამლოს მაშინ აუცილებელია მისი დაბანა და უნდა დაბანოთ თბილ წყალში, ფრთხილად ჩამობანეთ დასვრილი ადგილი იე რომ არ მოხვდეს წყალი თვალებში, პირში ყურებში.თუ რამე წებოვანი აქვს ბეწვში მაში გამოიყენეთ ბავშვის შამპუნი მის მოსაცილებლად და მერე კარგათ გააშრეთ.
ფრცჩხილების დაჭრა კი შესაძლებელია სპეციალური ფრჩხილების საჭრელით მღრნელებისათვის ან ე.წ. „კუსაჩკით“

#sally 

ზაზუნა მინდვრის ცხოველია. მის საკვებ რაციონს ხორბალი, შვრია, სიმინდი, ბარდა, მზესუმზირა და თხილი შეადგენს. ყველაზე კარგი ვარიანტი ზაზუნასთვის ზოომაღაზიაში ნაყიდი საჭმელია, რომელიც ისეთ ვიტამინურ დანამატებს შეიცავს, რომელიც ზრდასა და განვითარებაში უწყობს ხელს. საკვების ყიდვისას არ დაგავიწყდეთ კოლოფზე ვარგისიანობის ვადის შემოწმება. სასურველი არაა ზაზუნა სულ მშრალ საკვებზე ყავდეთ. ყოველ დღე უნდა აჭამოთ ხილი და ბოსტნეული: ვაშლი, ატამი, გარგარი, სტაფილო, კიტრი, პომიდორი, მოკლედ ყველაფერი ციტრუსისა და კომბოსტოს გარდა(ის ზაზუნასთვის მძიმეა მოსანელებლად, თუმცა სულ მცირე დოზებით შეიძლება მისი დამატებით მიცემა). ასევე კარგი იქნება თუ დაუმატებთ ოხრახუშს, კამას, სალათის ფურცლებს, ბაბუაწვერას ფოთლებს. წყალთან დაკავშირებით სპეციალისტების აზრი იყოფა, ზოგი ფიქრობს, რომ წყალი ზაზუნას სულ უნდა ედგას, სხვათა აზრით კი წყლის მუდმივი სმა არღვევს კუჭნაწლავის ფუნქციებს, ისინი სითხეს ხილის წვენიდანაც საკმარისად იღებენ. მათთვის ვინც მაინც გადაწყვეტს, რომ მის ზაზუნას წყალი ესაჭიროება, შეუძლია ზოომაღაზიაში შეიძინოს სხვადასხვა ფორმის და ზომის სპეციალური ბოთლები. ზოგიერთი ბოთლია ზალიან მოსახერხებელია ზაზუნებისთვის, ისინი ენით ლოკავენ ბურთულას საიდანაც წყალი წვეთ-წვეთ მიეწოდება. ბუნებაში ასე სვამენ ისინი ბალახებიდან წვიმის წვეთებს და ნამს. თუკი მაინც ფიქრობთ, რომ თქვენ ზაზუნას წყალი არ ჭირდება, მაშინ არ დაგავიწყდეთ მისთვის ყოველდღიურად ხილისა და ბისტნეულის ჩადება.

1/1

Please reload

bottom of page